დარდუბალა — ანიმაციური ტელესერიალი, რომელიც ტელეარხ რუსთავი 2-ის ეთერში 1999-2000 წლებში გადიოდა. სერიალს ამზადებდა სტუდია „ვაშა“, გიორგი ჭანტურიას და შალვა რამიშვილის ხელმძღვანელობით და იდეების მიხედვით. იგი ნაწილობრივ ეფუძნებოდა რადიო 105-ის ეთერში გასულ სახუმარო აუდიო-ტიხრებს და ცნობილი სიმღერების პაროდიებს.

დარდუბალა
ავტორი სტუდია "ვაშა!"
სცენარი შალვა რამიშვილი
გახმოვანება გიორგი ჭანტურია, ზვიად ბლიაძე, მიშა მშვილდაძე, ნიკა რამიშვილი, შონზო, შალვა რამიშვილი, ნიკა ქავთარაძე
ქვეყანა საქართველო
სეზონი 1
ეთერი
ორიგინალური არხი რუსთავი 2, 202
პირველად ეთერში 2000


„დარდუბალას“ ერთ-ერთი სერია. რუსთავი 2

დარდუბალა იყო პირველი ქართული ანიმაციური სერიალი პოლიტიკურ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებით. შეიძლება ითქვას, რომ მისი პერსონაჟების სახით წარმოდგენილი იყო თანამედროვე საქართველოს გროტესკული ვერსია.

2005 წელს ეთერში გავიდა სერიალის გაგრძელება, დარდუბალა 2, რომლის პერსონაჟი მიხეილ სააკაშვილი იყო.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება