დანიმი (სპარს. „დაჰნიმ“) — ქალაქში გაყიდული უძრავი ქონების მთელი თანხიდან მეფის სასარგებლოდ დაწესებული გამოსაღები — ამ თანხის ერთი მეოცედი ანუ ქონების ფასის 5%. გვიანდელ შუა საუკუნეების საქართველოში დანიმის ერთი მეათედი ქალაქის მოურავს ეძლეოდა. დანიმის დავთრის მეშვეობით შეიძლებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის დაკარგული საბუთის აღდგენა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი მ., ქალაქური ეკონომიკის ტერმინოლოგიიდან. დანიმი, წგ.: „ქართული წყაროთმცოდნეობა“, ტ. 4, თბ., 1973.