ფოლკეტინგი
(გადამისამართდა გვერდიდან დანიის პარლამენტი)
ფოლკეტინგი — დანიის საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ერთპალატიანი პარლამენტი. ირჩევა ქვეყნის მოქალაქეების მიერ 4 წლის ვადით.
ფოლკეტინგი Folketinget | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
სპიკერი | ჰენრიკ დამ კრისტენსენი, სოციალ-დემოკრატები |
სტრუქტურა | |
არჩევნები | |
ბოლო არჩევნები | 5 ივნისი, 2019 |
სხდომების ადგილი | |
ფოლკეტინგის დარბაზი, კრისტიანსბორგის სასახლე, კოპენჰაგენი | |
საიტი | |
thedanishparliament.dk |
პარლამენტის გადაწყვეტილება საბოლოოა და არავის გადახედვას არ ექვემდებარება.
1953 წლიდან პარლამენტი ერთპალატიანია და 179 წევრისგან შედგება, რომელთაგან:
- 135 კანდიდატი ირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით საყოველთაო საარჩევნო უფლების მიხედვით 23 ოლქში.
- 40 კანდიდატი ირჩევა ადგილებზე (დამატებით), საერთო პროპორციული წესით არჩევნებზე მიღებული ხმების მიხედვით პარტიებს შორის და სიების მიხედვით.
- 2 კანდიდატი ირჩევა ფარერების კუნძულებიდან
- 2 კანდიდატი ირჩევა გრენლანდიიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: