დამწვარი საყდარი
დამწვარი საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეში. მდებარეობს სოფლის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთით ოდნავ დაფერდებულ, გაშლილ ადგილას. ადგილზე შეიმჩნევა გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი, რიყის ქვითა და კირ-ხსნარით ნაგები მცირე ზომის ნაგებობის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ნაშთები. ტერიტორია სანახევროდ დაფარულია თხილნარითა და საკმაოდ მაღალი ბალახით. აღსანიშნავია, რომ ზედაპირულად დაფიქსირდა ადამიანის თავის ქალის მცირე ფრაგმენტი და ლავიწის ძვალი. ზედაპირულად გამოვლინდა ასევე ზოგადად, შუა საუკუნეებით დათარიღებული საშუალო ზომის ჭურჭლის (ხელადა) ყურის ფრაგმენტი, სავარაუდოდ, დამღად განსაზღვრული ბურთულიანი რელიეფური ნაწიბურით. ტაძრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ადგილობრივმა მოსახლეობამ გვაჩვენა ფიქალის რამდენიმე მოზრდილი ქვა და, რაც ძალზედ საყურადღებოა, შირიმის ქვის ორი კვადრი - მართკუთხა (საპერანგე) და შესაძლოა, სარკმლის გვერდმორკალული ქვები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39399