დამოუკიდებლობის მუზეუმი (ბაქო)
დამოუკიდებლობის მუზეუმი (აზერ. İstiqlal Muzeyi), ან „ინსტიგლალი“-ს მუზეუმი — მუზეუმი, რომელიც გამოხატავს აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლას თავისი დამოუკიდებლობისათვის და კულტურულ-ისტორიული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უძველესი დროიდან დღემდე.
დამოუკიდებლობის მუზეუმი აზერ. İstiqlal Muzeyi | |
---|---|
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის შენობა, სადაც განლაგებულია მუზეუმი, XX საუკუნის დასაწყისი | |
40°22′05″ ჩ. გ. 49°49′59″ ა. გ. / 40.3682639° ჩ. გ. 49.8330917° ა. გ. | |
დაარსდა | 1919 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
ოფიციალური საიტი | http://www.istiqlalmuzeyi.gov.az |
დამოუკიდებლობის მუზეუმი შეიქმნა 1919 წლის 7 დეკემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში. მუზეუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გ. მირზაჯამალოვმა და ი.მ. აღაოღლიმ. მუზეუმში შეგროვდა არქეოლოგიური აღმოჩენები, მხატვრების ნაწარმოებები, რარიტეტული წიგნები, ნუმიზმატიკის საგნები, იუველირული ნაწარმები და ა.შ.[1]
მუზეუმმა მოასწრო ფუნქციონირება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. იგი გაუქმდა 1920 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. მუზეუმში შეგროვებული მასალები გახდა ფონდ „მუზექსკურსისა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმის ფონდების ბაზისი.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Г. Гафарова. История музейного дела в Азербайджане. Вопросы музеологии დაარქივებული 2014-09-18 საიტზე Wayback Machine. 2010