დამოუკიდებლობის დარბაზი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დამოუკიდებლობის დარბაზი (მრავალმნიშვნელოვანი).

დამოუკიდებლობის დარბაზი (ინგლ. Independence Hall) — შენობა აშშ-ის ქალაქ ფილადელფიის დამოუკიდებლობის ეროვნულ ისტორიულ პარკში. ეს ადგილი უპირველესად იმითაა ცნობილი, რომ აქ იქნა განხილული და მიღებული როგორც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ისე კონსტიტუცია.

დამოუკიდებლობის დარბაზი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია [1]
რეგიონი** ამერიკა
კოორდინატები 39°56′56″ ჩ. გ. 75°09′00″ დ. გ. / 39.94889° ჩ. გ. 75.15000° დ. გ. / 39.94889; -75.15000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 78
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 78
ინგლ.რუს.ფრ.

შენობა 1753 წელს აშენდა და განკუთვნილი იყო პენსილვანიის პროვინციის საკანონმდებლო ორგანოსათვის. შემდეგში, 1775—1783 წლებში აქ მიმდინარეობდა მეორე კონტინენტური კონგრესი, 1787 წელს კი კონსტიტუციური ყრილობა. ნაგებობა განეკუთვნება დამოუკიდებლობის ეროვნულ ისტორიულ პარკს და 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Independence Hall დაარქივებული 2017-02-05 საიტზე Wayback Machine. (at "Independence Hall's History"). World Heritage Sites official webpage. World Heritage Committee. Retrieved 2010-03-16.