დამმუშავებელი მრეწველობა
დამმუშავებელი მრეწველობა — მრეწველობის დარგები, რომლებიც ამუშავებენ და/ან გადაამუშავებენ სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს.
დამმუშავებელი მრეწველობას განეკუთვნება საკვები პროდუქტებისა და სასმელების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ფეხსაცმლის, მერქნისა და ხის ნაწარმის, ქაღალდის, ქიმიური, ლითონის, მანქანებისა და მოწყობილობების, მეტალურგიული და სხვათა წარმოება.
დამმუშავებელი მრეწველობა საქართველოში
რედაქტირებასტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
დამმუშავებელი დარგების წილი მთლიანად საქართველოს მრეწველობაში შეადგენს საწარმოთა რაოდენობის 94,5%-ს, წარმოებული პროდუქციის ღირებულების 76,8%-ს, დასაქმებულთა რიცხოვნობის 73,4%-ს და ძირითადი კაპიტალის 41,0%-ს (2010 წ.).
საქართველოს დამმუშავებელი მრეწველობის შიდა დარგობრივ სტრუქტურაში წამყვანია საკვები პროდუქტებისა (მათ შორის სასმელების) და თამბაქოს წარმოება. 2010 წლის მონაცემებით, მასზე მოდის დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის 41,8%, მეტალურგიულ მრეწველობაზე — 24,1%, ქიმიურ წარმოებაზე — 8,9%, არალითონური მინერ. ნაკეთობების წარმოებაზე — 9,0%, ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე — 4,1% და ა. შ.
2004–2010 წლებში საქართველოს დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება გაიზარდა 224,3%-ით, რაც მნიშვნელოვნად მეტია მთელი მრეწველობის საშუალო ანალოგიურ მაჩვენებელზე (176,5%). დამმუშავებელი მრეწველობის ცალკეული ქვედარგებიდან ზრდის შედარებით მაღალი ტემპით გამოირჩევა საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს, არალითონური მინერალური ნაკეთობების, ქიმიური პროდუქციის, რეზინისა და პლასტმასის და სხვათა წარმოება. შემცირდა კოქსისა და ნავთობპროდუქტების წარმოება, არადამაკმაყოფილებელია ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების მასშტაბები და სხვ.
დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ძირითად ნაწილს აწარმოებენ თბილისში, მისი უმეტესი ნაწილი მოდის კერძო სექტორზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩომახიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.