დალი ფარჯანაძე
დალი ფარჯანაძე (დ. 1940, თბილისი) — ქართველი ფსიქოლოგი. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფსიქოლოგიის განყოფილება. 1965-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომელი; 1984-2002 წლებში კი ამ კათედრის გამგე; 1998-2004 წლეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი მეცნიერული კვლევები ზოგადი ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, პიროვნების ფსიქოლოგიის და განვითარების ფსიქოლოგიის პრობლემებს ეხება.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები : სახელმძღვ. (რედაქტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 256გვ.. - ISBN 978-9941-440-35-9
- როგორ ვასწავლოთ კითხვა : დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის ქრესტომათია (რედაქტორი). - თბილისი, 2010. - 220გვ.. - ISBN 978-9941-0-3071-0
- ფსიქოლოგია და ცხოვრება (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 855გვ.. - ISBN 978-99940-873-4-1