დაკარის მოედანი
დაკარას მოედანი (აზერ. Dakar meydanı) — აზერბაიჯანის დედაქალაქის ბაქოს ერთ-ერთი მოედანია. განლაგებულია რუსტამ რუსტამოვისა და ყარა ყარაევის ქუჩების კვეთაზე, მეტროსადგურ „ნეფთჩილიარის“ მახლობლად. მოედანს უწოდეს სენეგალის დედაქალაქის დაკარის სახელი ქალაქ ბაქოს დაძმობილებული ქალაქის პატივსაცემად. ჯერ კიდევ 1967 წელს ბაქო და დაკარი დაძმობილდნენ. 1987 წლის სექტემბერში, სენეგალის დედაქალაქის დაარსების 100 წლის აღსანიშნავად, ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა დაკარის მუნიცეპალიტეტის დელეგაცია, რომელიც ასევე ეწვია დაკარის მოედანს[1].
მოედნის ცენტრში აღმართულია მონუმენტი „ტიურბეს“ (მავზოლეუმის) სახით, რომელიც მორთულია მოზაიკებით, მტრედების სკულფტურებით და ხელის ჩამორთმევის გამოსახულებით. მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია მოზაიკური პანო, რომელზეც გამოსახულია ორი ქალაქის ჰერბი, ასევე წარწერა ფრანგულ ენაზე „დაძმობილებული ქალაქები“ (ფრანგ. Cités Unies).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზომვა მ.ჯ., აზერბაიჯანი საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებში (1946-1990), თბილისი, არტანუჯი, 2005, გვე 300