დაისიქართული წითელყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

1966 წელს ჯიში გამოყვანილია მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წიპწის რადიოსელექციის გზით, რომელიც მიღებულია ჯიშების — კუკან ციბილის და საფერავის ჰიბრიდიზაციის შედეგად. ავტორები: რ. კიკაჩეიშვილი, კ. შავიშვილი, ბ. მგელაძე.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, გულისმაგვარი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური ფორმის, მუქი ლურჯი შეფერვის. კანი ნაზი და თხელი აქვს ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.

ვაზი ძლიერი ზრდისაა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 150 დღეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-15.0 ტონა. მტევნის წონა 180-230 გრამია.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მიიღება ლალისფერი, სასიამოვნო გემოთი და ჯიშური არომატით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 545