დაიან ვან დერენი (ინგლ. Diane Van Deren; დ. 20 თებერვალი, 1960) — ამერიკელი სპორტსმენი, პროფესიონალი ჩოგბურთელი. 1997 წელს, მას ეპილეფსიისგან განკურნების მიზნით ტვინის მცირე ნაწილი ამოუღეს. ოპერაციის გვერდითი შედეგი აღმოჩნდა ვან დერენის შესაძლებლობა, ერბინა საათობით შეუჩერებლად. 2009 წლის 15 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ულტრამარათონში Yukon Arctic Ultra, 700 კილომეტრიან რბოლაში გაყინულ ტუნდრაში ზამთრის შუაგულში. 30 გრადუსი ყინვითა და მხოლოდ 7 საათიანი დღით Yukon Arctic Ultra მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი ულტრამარათონია. პირველი 160 კილომეტრის მანძილზე მას არ ჰქონდა წყალი დასალევად, რადგან მისი წყლის ჭურჭელი გაიყინა. ვან დერენი მასში გამარჯვებული ერთადერთი ქალია.[1][2]

  1. „Brain Surgery Frees Runner, but Raises Barriers“. nytimes.com. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2018.
  2. „Dr. Niobe Thompson, documentary filmmaker-anthropologist-environmentalist“. kickasscanadians.ca. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2018.