დავით II და აბასი
დავით II და აბასი (სომხ. Դավիթ Բ) — ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს უკანასკნელი მეფეები (1089-ის შემდეგ — 1111/1113). კვირიკე II-ის ვაჟები. ამ პერიოდში ძლიერდება თურქ-სელჩუკთა შემოსევები — 1105 წელს მათ დაიპყრეს ლორე. 1110 წელს შემოსევა განმეორდა. 1111 თუ 1113 წელს ძმები იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეფობა და თავი მაწნაბერდისა და ტავუშის ციხეებისათვის შეეფარებინათ. ტაშირ-ძორაგეტის სამეფომ არსებობა შეწყვიტა, თუმცა ტაშირელი კვირიკიანები, როგორც რიგითი ფეოდალები, წყაროებში XIII საუკუნემდე იხსენიება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1973
- თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982