დავით ედგარი ტონოიანი (სომხ. Դավիթ Էդգարի Տոնոյան; დ. 27 დეკემბერი, 1967) — სომეხი პოლიტიკოსი. სომხეთის თავდაცვის მინისტრი 2018-2020 წლებში.

დავით ტონოიანი
სომხ. Դավիթ Էդգարի Տոնոյան
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1967(1967-12-27) (56 წლის)
დაბადების ადგილი უსტ-კამენოგორსკი
მოქალაქეობა  სომხეთი
განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Military University of the Ministry of Defense of the Russian Federation
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი, მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-2 ხარისხი, Order For Merit to the Fatherland - 2nd degree, Order "For Merit to the Fatherland", Q4286938? და Q4286847?

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

დავით ტონოიანი დაიბადა 1967 წლის 27 დეკემბერს, ქალაქ უსტ-კამენოგორსკში (ახლანდელი ოსკემენი, ყაზახეთი), ყაზახეთის სსრ აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონში. ის არის წითელი არმიის ვეტერანის, ოვანეს აკობოვის შვილიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში.[1]1986 წელს იგი შეუერთდა საბჭოთა შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს. ტონოიანი გადავიდა ერევანში, სადაც სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1991 წელს.[2] ტონოიანი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა 1992 წელს[2] 1997 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უნივერსიტეტი. 1998 წლიდან 2007 წლამდე ტონოიანი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სამი წლის განმავლობაში იყო სომხეთის წარმომადგენელი ნატოში. 2007 წელს ტონოიანი დაბრუნდა სომხეთში და დაიკავა თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობისა და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელის პოსტი.

2010-2017 წლებში ტონოიანი იკავებდა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას (სეირან ოჰანიანისა და ვიგენ სარქისიანის მინისტრობის პერიოდში). 2017 წლის 6 თებერვალს დაინიშნა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრად.[3]

თავდაცვის მინისტრი

რედაქტირება

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობაზე დამტკიცებიდან სამ დღეში, 2018 წლის 11 მაისს ტონოიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.[4]

როგორც თავდაცვის მინისტრის, ტონოიანის დასახული მიზანი იყო ვიგენ სარქისიანის მიერ დაწყებული რეფორმების გაგრძელება, რომელიც მოიცავდა მრავალრიცხოვან პროგრამებს სამხედრო და სომხურ საზოგადოებას შორის კავშირების განმტკიცებისათვის, პროფესიონალური ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდისა და ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის გაფართოების მიზნით. ტონოიანმა გამოაცხადა თავისი განზრახვა შეიარაღებულ ძალებში კორუფციის შემთხვევების რაოდენობის შემცირებისა და საბჭოთა დროიდან მემკვიდრეობით გაწვეულთა შორის დედოვშჩინას კულტურის აღმოფხვრის შესახებ.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

2020 წლის აგვისტოს ბოლოს, ტონოიანმა განაცხადა ინიციატივა რომელიც გულისხმობდა ეროვნული მილიციის (დამოუკიდებელი სამხედრო ძალა რომელიც ხალხისგან შედება) შექმნას 2020 წლის ივლისის სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებების ფონზე, რათა საზოგადოება მოემზადებინა სამხედრო ხასიათის საფრთხეებისათვის.[5] თავდაცვის სამინისტრომ მისი ხელმძღვანელობით შეიტანა კანონპროექტი ეროვნულ კრებაში.[6] მილიციის შექმნა, რომელიც ღია იქნებოდა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის და 70 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, ორგანიზებული იქნებოდა ადგილობრივი მმართველობის ქვეშ, პოტენციურად მოიცავდა 100 000-მდე წევრს.[7]

2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომი და გადადგომა

რედაქტირება

2020 წელს მთიან ყარაბაღში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ, მან უარყო ჭორები თითქოს კერძო კომპანიის დახმარებით მიყიდა იარაღი პრო-თურქულ ტერორისტულ ორგანიზაციას სირიაში. ინფორმაცია ვრცელდებოდა სომხურ მედიაში. ასევე უარყო მასთან დაკავშირებული სხვა ბრალდებები, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან უარყო შემოთავაზება რუსეთიდან ჯავშანჟილეტების შესყიდვის შესახებ და რომ ომის დაწყების მომენტში ტონოიანი ნათესავის დაბადების დღეზე, მალდივის კუნძულებზე იმყოფებოდა..[8]

2020 წლის 20 ნოემბერს ტონოიანი გადადგა თანამდებობიდან[9] თავის გამოსამშვიდოდებელ მიმართვაში მან მოუბოდიშა მათ ვინც ომის დროს თავიანთი საყვარელი ადამიანები დაკარგეს.[10]

დაკავება

რედაქტირება

2021 წლის 30 სექტემბერს ტონოიანი დააპატიმრა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა და დაადანაშაულა თაღლითობასა და გაფლანგვაში, რომელმაც თითქმის 2.3 მილიარდი სომხური დრამი (4.7 მილიონი აშშ დოლარი) ზიანი მიაყენა სახელმწიფოს.[11]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ტონოიანს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.[12][13] ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. არის ძიუდოს სპორტის ოსტატი.

  1. David Tonoyan took part in the joint sitting of the Ministers of Defence en. ციტირების თარიღი: 2020-09-06
  2. 2.0 2.1 Ի՞նչ կենսագրություն ունի Դավիթ Տոնոյանը (2020-11-20).
  3. Ghazanchyan, Siranush. (2021-02-06) David Tonoyan appointed Minister of Emergency Situations en-US. ციტირების თარიღი: 2021-10-06
  4. Davit Tonoyan appointed Defense Minister of Armenia en (2018-05-11). ციტირების თარიღი: 2021-10-06
  5. Armenia Defense Minister presents goal of proposed creation of nationwide militia.
  6. ««Տեղական ինքնակառավարման մասին» Հայաuտանի Հանրապետության օրենքում լրացումներ կատարելու մասին» - e-draft.am.
  7. Armenia to create nationwide civilian militia | Eurasianet.
  8. Armenian Defense Ministry Denies Reports that Tonoyan Sold Arms to Turkey en. ციტირების თარიღი: 2020-11-17
  9. Armenia’s Defense Minister steps down Armenpress, 20 November 2020
  10. David Tonoyan's message en. ციტირების თარიღი: 2020-11-21
  11. Khulian, Artak; Nalbandian, Naira. (2021-09-30) Former Armenian Defense Minister Arrested. ციტირების თარიღი: 2021-10-06
  12. Давид Эдгарович Тоноян - биография и семья.
  13. Official Government Website. ციტირების თარიღი: 2018-07-27.