დავით რომელაშვილი
ბიოლოგია
რედაქტირებადაიბადა 1915 წელს. დაამთავრა აგრონომიული ფაკულტეტი. 1940–1941 წლებში სწავლობდა სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე. ეწეოდა პარტიულ მოღვაწეობას.
1954–1956 წლებში მუშაობდა საბჭოთა მეურნეობების მინისტრის პირველ მოადგილედ; 1956–1958 წლებში – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1958–1961 წლებში – „სამტრესტი"–ს მმართველად; 1961–1966 წლებში – კვების მრეწველობის მინისტრად; 1966–1971 წლებში – სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგეგმო–ეკონომიკური და შემდეგ მარცვლეულის და ტექნიკური კულტურების სამმართველოს უფროსად; 1971–1975 წლებში – მცხეთის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. დავით რომელაშვილი რამდენიმეჯერ იყო არჩეული საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრად და წევრობის კანდიდატად. ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და ერთხელ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – 3 ორდენი და 4 მედალი. დავით რომელაშვილი გარდაიცვალა 1976 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსანდრე ქურდაძე, საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები, თბილისი, 1999