დავით ლაგრაძე

ქართველი ინჟინერი

დავით ლაგრაძე (დ. 20 ოქტომბერი, 1967) — ქართველი ინჟინერი.

დავით ლაგრაძე
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1967(1967-10-20)[1] (57 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1991 წელს სწავლა დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ელ. ამძრავი და სამრეწველო დანადგართა ავტომატიზაციის“ ფაკულტეტზე.

1990 წლიდან 1992 წლამდე პერიოდში მუშაობდა „თბილქალაქგანათებაში“ დისპეტჩერის თანამდებობაზე.

1992 წელს იყო „საქმთავარენერგო“ იმედიანობის სამსახურის ინჟინერი. 1993-2001 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე „ენერგოსისტემის ტექნიკური ექსპლიატაციის ზედამხედველობის საინსპექციო და შრომის დაცვის სამმართველო“-ში.

2001-2004 წლებში — სს „ელექტროგადაცემის“ გამანაწილებლი ქსელის განყოფილების უფროსი ინჟინერის იუფროსი იყო, ხოლო 2004 წლიდან — სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თბილისის სერვის ცენტრის მთავარი ინჟინერი.

2005-2009 წლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თბილისის სერვის ცენტრის მთავარი ინჟინერი იყო.

2009 წლიდან კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თბილისის რეგიონული ქსელის მენეჯერი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება