დავით გორგიძე
დავით ალექსის ძე გორგიძე (დ. 9 თებერვალი, 1944, თბილისი) — ქართველი მექანიკოსმათემატიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი (2003), საქართველოს საინჟინრო აკადემიის მექანიკისა და გამოყენებითი მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (2000).
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს დაამთავრა თსუ-ის მექანიკამათემატიკის ფაკულტეტი. 1968-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე; შეთავსებით თსუ-ის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკურ ინსტიტუტში. 1984 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე. გორგიძის კვლევის თემაა: თერმოელექტროდრეკადობის თეორიის, რეალური მოვლენებისა და პროცესების მათემატიკური მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Математические модели пьезоэлектрических устройств систем управления, Тб., 2000;
- Некоторые задачи управления корпоративными системами, Тб., 2004.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 103.