დავით გოდერძიშვილი
დავით გუგულის ძე გოდერძიშვილი (დ. 7 აგვისტო, 1963, თბილისი) — ქართველი ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).
ბიოგრაფია
რედაქტირება1985 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი. 1986-2006 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტის მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდეგ — პროფესორი. 2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორია. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. გოდერძიშვილმა პირველმა გამოიყენა ცხოველთა ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ ინტერფერონი; დაადგინა ღორის ახალი ლეიკოციტარული ინტერფერონის მაღალი ანტივირუსული ეფექტი მსხვილფეხა პირუტყვის პარაგრიპ-3-ისა და ღორის გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სავეტერინარო იმუნოლოგია, თბ., 2009;
- სავეტერინარო ვირუსოლოგია, თბ., 2010.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 74.