დავით ბარამიძე
დავით ბარამიძე (დ. 27 სექტემბერი, 1988, თბილისი, საქართველო) — ქართული წარმომავლობის გერმანელი ჭადრაკის დიდოსტატი.
2004 წელს მოიპოვა ტიტული და გახდა ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი დიდოსტატი. იმავე წელს ჭადრაკის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა. ამჟამად გერმანულ საჭადრაკო რეიტინგში 29-ეა (ელოს რეიტინგი 2532, 2009 წლის სექტემბერი). დრეზდენის 2008 წლის ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე გერმანიის სახელით გამოვიდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით ბარამიძე — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- დავით ბარამიძე — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chess Olympiad Dresden 2008, teams. Chessdom.com. ციტირების თარიღი: 2009-06-25.