დადიანეთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები

დადიანეთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „ხადილაანი“. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი და სამხრეთი კედლის მცირე ფრაგმენტი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის ფლეთილი ქვა. ინტერიერი მთლიანად ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 48