დადიანეთის სამების ეკლესია
დადიანეთის სამების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში. აგებულია გარდამავალ ხანაში.
უბან წინადადიანეთის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია კარგად დამუშავებული ქვითაა ნაგები. ნაგებობას სამხრეთით მინაშენი აქვს. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული, რომლის ცენტრში გაჭრილია შიგნით სწორკუთხა, გარეთ კი თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე დარბაზთან შედარებით, ერთი საფეხურით მაღალია. ეკლესიის კამარა ცილინდრულია. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სამხრეთის არქიტრავულ შესასვლელს ნაოთხალები აქვს. იატაკი მიწაყრილია.
ეკლესიის სამხრეთ მინაშენს კამაროვანი გადახურვა აქვს. აღმოსავლეთ კედელში სარკმლის ადგილას გაჭრეს არქიტრავული კარი. შესასვლელის წინ თაღოვანი კარიბჭეა. სამხრეთი შესასვლელი ამოქოლილია.
ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია. ძეგლის საბურავად გამოყენებულია ფიქალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ. 46