დადიანეთის კოშკის ნანგრევები
დადიანეთის კოშკის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.
მდ. დადიანურას მარჯვენა ნაპირას, მთაზე დგას ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი.
შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის ნაწილი დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე.
კოშკის ირგვლივ ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 49