დადიანეთის კვირაცხოვლის ეკლესია

დადიანეთის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „ხადილაანი“. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აბსიდი. ეკლესიაში მიწის დონე იმდენად აწეულია, რომ სარკმელი არ ჩანს. ჩანს ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილი ნიშების ზედა ნაწილი.

დასავლეთ შესასვლელს ნაოთხალი აქვს. კედლები შემორჩენილია 1,5 მეტრის სიმაღლეზე.

ინტერიერში ჩახერგილია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 49