დაგეგმილი მოძველება
დაგეგმილი მოძველება — ეკონომიკური სტრატეგია, რომლის დროსაც მწარმოებლები პროდუქტს ხელოვნურად შეზღუდული სიცოცხლისუნარიანობით ან მიზანმიმართულად სუსტი დიზაინით ქმნიან, რათა გარკვეული დროის შემდეგ მან თავისი ფუნცქია ვეღარ შეასრულოს, ან აღარ მიიჩნეოდეს მოდურად.[1] ესაა პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობის განზრახ შემცირება, რაც მომხმარებელს აიძულებს, მალევე ის ახლით ჩაანაცვლოს.[2] სტრატეგიის მიზანია, განმეორებით შესყიდვებს შორის დროის შემცირებით გრძელვადიანი გაყიდვების მოცულობა გაზარდოს.[3]
დაგეგმილი მოძველების სტრატეგია ყველაზე კარგად ოლიგოპოლიის პირობებში ამართლებს,[4] რადგან, სანამ მწარმოებელი დაგეგმილ მოძველებას მიმართავს, მან უნდა იცოდეს, რომ მომხმარებელი განმეორებით შესყიდვას სწორედ მასთან განახორციელებს. დაგეგმილი მოძველების ასეთ შემთხვევებში, საქმე გვაქვს ინფორმაციულ ასიმეტრიასთან მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა, მწარმოებლისგან განსხვავებით, არ იცის, თუ დროის რა პერიოდზეა პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა გათვლილი. როცა ბაზარზე კონკურენცია იმატებს, მწარმოებლებს პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა უწევთ.[5][6] მაგალითისთვის, როცა 1960-იანი და 1970-იან წლებში შედარებით ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის იაპონური ავტომობილები ამერიკულ ბაზარზე შევიდა, ამერიკელ მანქანამწარმოებლებლები იძულებულები გახდნენ, საპასუხოდ თავადაც უფრო გამძლე პროდუქციის წარმოება დაეწყოთ.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bulow, Jeremy (1986). „An Economic Theory of Planned Obsolescence“ (PDF). The Quarterly Journal of Economics. Oxford University Press. 101 (4): 729–749. doi:10.2307/1884176. S2CID 154545959. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2020-07-19.
- ↑ Giles Slade (2006), "Made to Break: Technology and Obsolescence in America", Harvard University Press, p. 5
- ↑ Bidgoli, Hossein (2010) The Handbook of Technology Management, Supply Chain Management, Marketing and Advertising, and Global Management. Wiley, გვ. 296. ISBN 978-0470249482.
- ↑ Orbach, Barak (2004). „The Durapolist Puzzle: Monopoly Power in Durable-Goods Market“. Yale Journal on Regulation. 21: 67–118.
- ↑ Bulow, Jeremy (1986). „An Economic Theory of Planned Obsolescence“. The Quarterly Journal of Economics. 101 (4): 729–750. doi:10.2307/1884176. ISSN 0033-5533. JSTOR 1884176.
- ↑ Hadhazy, Adam. Here's the truth about the 'planned obsolescence' of tech.
- ↑ Dickinson, Torry D.; Schaeffer, Robert K. (2001) Fast Forward: Work, Gender, and Protest in a Changing World. Rowman & Littlefield, გვ. 55–6. ISBN 978-0-7425-0895-8.