გჰატოტკაჩა (მაჰაბჰარატა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გჰატოტკაჩა - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი. სახელი "გჰატიტკაჩა" აღნიშნავს მის მელოტობას და თავის უცნაურ ფორმას. გჰატოტკაჩა პანდავა ბჰიმასა და დემონი ქალი ჰიდიმბის შვილია და ანჯანაფარვანის, ბარბარიკისა და მეგავარნას მამა. მისი მეორე ვაჟი ანჯანაფარვანი კირუკშეტრის ომში მონაწილეობდა. დედის გამო ის ნახევრად დემონია, რამაც მას რამდენიმე ზებუმებრივი შესაძლებლობა მიანიჭა, როგორიცაა ფრენის უნარი, ზომის გაზრდა ან შემცირება და უხილავობა. ის მნიშვნელოვანი მებრძოლი იყო პანდავას მხრიდან კურუკშეტრის ომში და მეთოთხმეტე ღამეს დიდი ზარალი მიაყენა კაურავას ჯარს. გჰატოტკაჩამ მოკლა მრავალი დემონი, მათ შორის დემონი ალამბუშა და მრავალი გიგანტური ასურა. იგი მოკლა კარნამ ინდრას ვასავი შაქტით - ღვთაებრივი იარაღით.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გჰატოტკაჩას დემონი ქალის ჰიდიმბის და პანდავა ბჰიმას შვილია. ძმებთან და დედასთან ერთად მოგზაურობისას ლაქშაგრას თავის დააღწევად ბჰიმამ გადაარჩინა ჰიდიმბი თავისი ბოროტი ძმის,გან კამიაკას ტყის დემონთა მეფე ჰიდიმბასგან. გჰატოტკაჩას დაბადებიდან მალევე ბჰიმას ოჯახის დატოვება მოუწია ჰასტინაპურაში წასასვლელად. გატოტჩაჩა ჰიდიმბიმ გაზარდა. მამის მსგავსად მისი საყვარელი იარაღი გადა იყო. კრიშნამ მას ძღვენი მისცა - თვით კრიშნას გარდა მსოფლიოში ვერავინ შეძლებდა მის ჯადოქრობაში დამარცხებას. მისი ცოლი გახდა აჰილავატი, ხოლო მისი ვაჟები - ბარბარიკა, ანჯანაფარვა და მეგავარნა.

ჰიდიმბის თხოვნა

რედაქტირება

ერთ დღეს ჰიდიმბიმ გჰატოტკაჩას სთხოვა მისთვის ადამიანი მიეყვანა ქალღმერთ კალი მატასთვის შესაწირად. გზაზე გჰატოტკაჩას შენიშნა ბრაჰმანი ცოლთან და სამ შვილთან ერთად და ჰკითხა, რომელი მათგანი წაჰყვებოდა კალის მსხვერპლად. ბრაჰმინმა და მისმა ცოლმა საკუთარი თავები შესთავაზეს, მაგრამ ბოლოს წასვლაზე მათი მეორე ვაჟი დათანხმდა. მათთან ბჰიმა მივიდა და იკითხა თუ რა ხდებოდა. სიტუაციის გაგების შემდეგ მან გჰატოტკაჩას საკუთარი თავი შესთავაზა იმ პირობით, რომ ის ჯერ ორთაბრძოლაში დაამარცხებდა.

მრავალდღიანი ბრძოლის შემდეგ დაქანცული მებრძოლეები ჰიდიმბიმ შეაჩერა და უმხილა გჰატოტკაჩას რომ ბჰიმა მისი მამაა. გჰატოტკაჩა მამის ფეხებთაბ დაეცა, მან კი მოეხვია და შეაქო - აქამდე მას არასდროს არ ჰყოლია თანასწორი ოპონენტი და ის შვილით ამაყობდა. მან ასევე უკმაყოფილება გამოიჩინა ჰიდიმბის ადამიანების შეწირვის მიმართ.

კურუკშეტრას ომი

რედაქტირება

გჰატოტკაჩა პანდავების მხარეზს საბრძოლოდ მამამ გამოიძახა. გჰატოტკაჩა მნიშვნელოვანი მებრძოლე იყო და მტერს დიდი ზარალი მიაყენა თავისი ჯადოსნური ძალებით, კერძოდ ილუზიების შექმნით და მტრის დაშინებით და დაბნევით, განსაკუთრებით ღამე, როდესაც დემონები ძლიერდებიან და მამაცდებიან. მისი ილუზიების განქარვება მხოლოდ კარნას შეეძლო, თუმცა ის და ბევრი სხვა ძლიერი მეომარიც ილუზიების მიერ უკან გაბრუნებული ყოფილა. გჰატოტკაჩამ მოკლა რამდენიმე დემონი და გიგანტი.

სასიკვდილოს ის კარნამ დაჭრა ღვთაებრივი იარაღით, რომლის გამოყენებას არჯუნაზე აპირებდა. სიკვდილის წინ გჰატოტკაჩა ცაში აფრინდა, გადიდდა და დაცემისას ბევრი მეომარი გაჭყლიტა. კრიშნის თქმით სიკვდილის შემდეგ მან სამოთხეს მიაღწია.

წყაროები

რედაქტირება
  1. Amar Chitra Katha #592, ISBN 9788184821994
  2. https://books.google.com/books?id=zB4n3MVozbUC&pg=PA1755&dq=itihasa
  3. https://www.rediff.com/movies/report/ssg/20080512.htm
  4. https://web.archive.org/web/20070110002159/http://members.cox.net/apamnapat/entities/Ghatotkacha.html