გუტაბი ან კუტაბი (აზერ. Qutab) — აზერბაიჯანული ცომეული კერძი[1], რომელიც თავისი ფორმით წარმოადგენს წვრილ და თხელ ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელს ცომისგან და შიგთავსისაგან. შიგთავსად ხშირად გამოიყენება ხორცი, მწვანილი, გოგრა, ბროწეული, ყველი, ხახვი. გუტაბებს ძირითადად ამზადებენ შემოდგომასა და გაზაფხულზე. ძირითადად მათ ამზადებენ გაზაფხულზე. ხორცეული შიგთავსისათვის იყენებენ ცხვრის ხორცს (ან მის შიგნეულობას), ადრე გუტაბებს ასევე აქლემის ხორცისგანაც აკეთებდნენ. უილიამ პახლიობკინი თავისი „ჩვენი ხალხების ეროვნული სამზარეულოს“ წიგნის „აზერბაიჯანული სამზარეულოს“ თავში აღნიშნავს კუტაბების დამზადების ტრადიციას ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორებიცაა ბაქო, შემახა, განჯა.

გუტაბი
  1. Р. И. Бабаева, М. И. Атакишиева., Народы Азербайджанской Советской Социалистической Республики. Азербайджанцы. Пища / Под редакцией Б.А.Гарданова, А.Н.Гулиева, С.Т.Еремяна, Л.И.Лаврова, Г.А.Нерсесова, Г.С.Читая, Народы мира. Этнографические очерки: Издательство Академии наук СССР, 1962, ტ. 2, გვ. 129.