გური ცაგარეიშვილი

გური ცაგარეიშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1934, ქუთაისი — გ. 1998) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.

1958 წელს დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი.

1958 წელს იყო მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი, 1965-1990 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან დირექტორის მოადგილე. არის 160-მდე სტატიისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. ინჟინერ-მეტალურგი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „B-რომბოედრული ბორის წარმოქმნის პირობების, სტრუქტურისა და თვისებების თავისებურებათა გამოკვლევა“, დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • ბორის, მისი ნაერთებისა და ბორიდების საერთაშორისო სიმპოზიუმების სამეცნიერო კომიტეტი, მუდმივი წევრი (1975-)
  • საქართველოს მასალათმცოდნეობის საზოგადოება, პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1992 — პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1985 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 — გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება