ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გურბან ჯალალ ოღლი ეთირმიშლი (აზერ. Qurban Cəlal oğlu Yetirmişli; დაბ.1952 წლის 4 სექტემბერი) — აზერბაიჯანის მეცნიერ-სეისმოლოგი. აზერბაიჯანის ნაციონალური სამეცნიერო აკადემიასთან არსებული რესპუბლიკური სეისმოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი. აზერბაიჯანის ნაციონალური სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

გურბან ეთირმიშლი
აზერ. Qurban Yetirmişli
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი 1952
დაბ. ადგილი მარნეული, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის ნაციონალური სამეცნიერო აკადემიასთან არსებული სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგ-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტრი
სამეცნიერო წოდება აზერბაიჯანის ნაციონალური სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
ჯილდოები "აზერბაიჯანის რესპუბლიკის მედალი «თერეგგი" (14.12.2005)
სამეცნიერო სფერო სეისმოლოგია

საერთო ცნობები

რედაქტირება

გურბან ჯალალ ოღლი ეთირმიშლი 1952 წლის 4 სექტემბერს დაიბადა. 1974 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. აზერბაიჯანის ნაციონალურ სამეცნიერო აკადემიასთან არსებული რესპუბლიკური სეისმოლოგიური სამსახურის ცენტრის გენერალური დირექტორი.[1].

სამეცნიერო-თეორიული მოღვაწეობა

რედაქტირება
  • 1980-2008 წწ. — ანსა რსსც-ის გენერალური დირექტორის მოადგილე. 2008 წლიდან — რესპუბლიკური სეისმოლოგიური სამსახურის ცენტრის გენერალური დირექტორი. 2014 წელს არჩეულ იქნა ანსა-ს წევრ-კორესპონდენტად.
  • გეოდინამიკაში ნავთობის ღრმა ფენებისა და ნიჟნეკურინსკის დეპრესიის პერსპექტივის შესაფასებლად სეისმური აქტიურობის რთულ ზონებში ჩატარებული აქვს რიგი გამოკვლევები, არის 122 სამეცნიერო სტატიის ავტორი,. გამოქვეყნებული აქვს რიგი სტატიები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში.
  • 2000 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე «ნიჟნეკურინსკის დეპრესიის სეისმო-გეოდინამიკურ პირობებში ნავთობისა და გაზის საბადოების გადანაწილება».
  • 2010 წელს წარმატებულად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე «სამხრეთ კასპიის დეპრესიის სეისმურობა» და მიიღო გეოლოგია-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
  • განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ანსა-თან თანამშრომლობის რეჟიმში მყოფი რესპუბლიკური სეისმოლოგიური სამსახურის სეისმური სადგურების ტელემეტრული ქსელების გაფართოებაში, თანამგზავრთა სეისმური სადგურების 14-და 35-მდე გაზრდაში, აგრეთვე ცენტრი უზრუნველყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მუშაობის დონის ამაღლებისათვის საჭირო პროგრამებით.
  • წიგნის «გეოფიზიკის მოცულობის» თანაავტორი, წიგნის «აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაძაბულ-დეფორმირებული ფაქტორების დარაიონების მეთოდიკის განხილვა» ავტორი, სამეცნიერო ჟურნალის «აზერბაიჯანში სეისმოპროგნოზირების დაკვირვება» მთავარი რედაქტორი.
  • გ. დ. ეთირმიშლის ხელმძღვანელობით გეოლოგიის და მინეროლოგიის ცენტრის ორმა ახალგაზრდა თანამშრომელმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა. ამჟამად 10-მდე დოქტორანტი და დისერტანტი მისი ხელმძღვანელობით განაგრძობს კვლევებს სამეცნიერო სფეროში.
  • არის ანსა-ს ჟურნალ «ჰებერლერ»-ის რედკოლეგიის წევრი (სერია მეცნიერება დედამიწაზე)
  • რსსც-ის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარე, არის ევროპული სეისმოლოგიური კომისიის წევრი.
  • 2003 წელს ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის მიერ 50 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოებული იყო «საპატიო ორდენით».
  • 2005 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილოვებულ იქნა მედლით «თერეგგი».
  • სეისმოლოგების ასოციაციის პრეზიდენტი.
  1. [1] დაარქივებული 2018-09-01 საიტზე Wayback Machine. Gurban Yetirmishli