გურამ ყიფიანი (დ. 17 მარტი, 1950, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი, არქიტექტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

მუშაობდა არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში და პარალელურად რამდენიმე საპროექტო ინსტიტუტში.

საკანდიდატო თემა — „ძველი ვანის ხუროთმოძღვრება“, დაიცვა 1983 წელს, ხოლო 1992 წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო თემა — „კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძრები და ქრისტიანული არქიტექტურის გენეზისი“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • წმიდა ნინო და ძველი საქართველოს დედაქალაქი = Saint Nino and the capital of ancient Georgia (ავტორი). - თბილისი, 2004. - 89გვ.. - ISBN: 99928-0-892-6
  • ვარძია = Vardzia (ავტორი). - თბილისი, კავკასიის მემკვიდრეობის სახლი, 2003. - 92გვ.. - ISBN: 99928-0-753-9
  • მესხური საცხოვრისი = Meskhi's dwelling (ავტორი). - თბილისი, კავკას. მემკვიდრეობის სახლი, 2002. - 44გვ.. - ISBN: 99928-0-293-6
  • უფლისციხე (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2002. - 174გვ.. - ISBN: 99928-65-81-4
  • კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძრები და ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების წარმოშობის საკითხები (ავტორი). - თბილისი, საქ. ხელოვნების სახ. მუზეუმი, 2000. - 127გვ.. - ISBN: 99928-829-0-5
  • სატაძრო თემატიკა ოქრომჭედლობის ნიმუშებში (ავტორი). - თბილისი, 1998. - 40გვ.
  • არქიტექტურული დეტალები : არქიტექტურა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1993. - 95გვ.
  • ნიშანთა ფუნქციის შეცნობისათვის კოლხურ და იბერიულ კრამიტებზე (ავტორი). - თბილისი, უნივერსიტეტი, 1991. - 84გვ.
  • უფლისციხის "ორსვეტიანი დარბაზის" ხუროთმოძღვრული კომპლექსი (ავტორი). - თბილისი, 1990. - 10გვ.
  • კაპიტელები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1987. - 80გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება