გურამ ტატიშვილი (დ. 18 სექტემბერი, 1929, თბილისი — გ. ოქტომბერი, 2016) — ქართველი ექიმი.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1954 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, ასისტენტი, დოცენტი, კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე. 1960–1962 წლებში მუშაობდა ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად;1969–1974 წლებში ქირურგიის ინსტიტუტის ტრანსპლანტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1980–1987 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. ავტორია 192 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 14 საკანდიდატო დისერტაცია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ინტრამურული ნერვული სისტემის მდგომარეობა“, დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „მთლიანი ძვალ–სახსროვანი ჰომოტრანსპლანტანტის გადანერგვა“, დაიცვა 1968 წელს.

არის საქართველოს ქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და ქირურგთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ეგნატე ფიფია-დიდი ქართველი ქირურგი, მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2011. - 28გვ.
  • ნაწლავთა მწვავე შეხორცებითი გაუვალობის ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1992. - 188გვ.. - ISBN: 5-529-00873-9

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება