გურამ მაისურაძე
გურამ იაკობის ძე მაისურაძე (დ. 12 იანვარი, 1933, თბილისი — გ. 3 ივლისი, 2021, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი, მედიევისტი, არმენოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1991).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1956). 1969-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილების უმცროსი (1969-1973), უფროსი (1973-1986), შემდეგ წამყვანი (1986-2006) მეცნიერ თანამშრომელი, 1998-2006 წლებში მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში.
მაისურაძეს სამეცნიერო კვლევის სფერო იყო ქართულ-სომხური ურთიერთობები, ფეოდალური ურთიერთობების თავისებურებები კავკასიაში, „ქართლის ცხოვრების“ პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომები.
შრომები
რედაქტირება- ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII–XVIII საუკუნეებში, თბ., 1982;
- საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის საკითხები, თბ., 1999;
- ნარკვევები საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების ისტორიიდან IV–XII საუკუნეებში, თბ., 2002;
- ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიოგრაფიიდან, თბ., 2008;
- ლეონტი მროველის თვალსაზრისი კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობაზე, თბ., 2010;
- Из историографии грузино-армянских взаимоотношений, Тб., 2010.