გურამ გრიგოლია (ჰიდროენერგეტიკოსი)

გურამ ლუარსაბის ძე გრიგოლია (დ. 14 ოქტომბერი, 1938, თბილისი) — ქართველი ჰიდროენერგეტიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით. მუშაობდა საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „თბილჰიდროპროექტში“, 1965–1972 წლებში — ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ხოლო 1972–1993 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე; 1997–2006 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე. შეთავსებით მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში კატასტროფულ მოვლენათა სექტორის გამგედ; იქვე, 2009 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. გრიგოლიას ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება მდინარის ჩამონადენის პროცესის მათემატიკურ აღწერასა და მოდელირებას, გლობალური დათბობის ზეგავლენას კლიმატზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ლიტერატურა

რედაქტირება