გურამ გვაზავა

ქართველი ინჟინერ-მშენებელი (1932—1986)

გურამ ნიკოლოზის ძე გვაზავა (დ. 20 აპრილი, 1932, თბილისი, — გ. 23 თებერვალი, 1986, იქვე) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1964 და 1977-1985 წლებში მუშაობდა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ჰიდრავლიკური კვლევის საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული კომიტეტის წევრი (1969-იდან). 1964-1977 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე, შემდეგ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე. გვაზავას სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება გამოყენებითი მექანიკის, ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ჰიდრავლიკის საკითხებს.

ლიტერატურა

რედაქტირება