გუმბათის ქვეშ (რომანი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუმბათის ქვეშ.

გუმბათის ქვეშ“ (ინგლ. Under the Dome) — სტივენ კინგის რომანი. გამოიცა 2009 წლის 10 ნოემბერს. ნაწარმოებზე კინგი ჯერ კიდევ 1970-ანი წლებიდან მუშაობს, თუმცა ორჯერ დაწყებული საქმე ორჯერვე მიატოვა და 2000-იან წლებში შეძლო საფუძვლიანად გადაემუშავებინა მასალა და დაესრულებინა კიდეც. აღსანიშნავია, რომანის თავდაპირველი სათაურიც ისევე ჟღერდა, როგორც საბოლოო ვერსია. თუმცა 1980-ანი წლების დამდეგს, როდესაც მწერალმა ხელმეორედ სცადა რომანის დასრულება, სამუშაო სათაურად „კანიბალები“ შეურჩია. მეორე სათაური ერთგვარი, თუმცა არაპირდაპირი, ახსნაა რომანის შინაარსისას. თავად კინგის თქმით, მან, როგორც მწერალმა, სცადა მკითხველი საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ადამიანების ქცევა, როდესაც ისინი გარე სამყაროს მოსწყდებიან და მიკროსამყაროში ჩაიკეტებიან.

ამოუხსნელი ფენომენი რადიკალურად ცვლის დაბა ჩესთერს-მილის ცხოვრებას ამერიკის მენის შტატში. უცნაური, უხილავი ბარიერი გუმბათივით ჩამოეფარება დაბის დიდ ნაწილს და გარე სამყაროს მოსწყვეტს მცხოვრებლებიანად. გუმბათი გაუმტარია, თუმცა გამჭვირვალე. მასში ვერ გადიან ვერც ადამიანები, ვერც ძლიერი ტექნიკა. გუმბათის ქვეშ მოყოლილები კი ძლიერ ემოციურ შოკში იმყოფებიან და საშველს ელიან.

გამოცემა

რედაქტირება

ქართულ ენაზე რომანი სამ ტომად დაიბეჭდა 2014 წელს გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ მიერ; მთარგმნელი ლევან ინასარიძე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება