გულო, არ გასტყდე! (ლექსი)
გულო, არ გასტყდე! — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომელიც დაიწერა 1904 წელს. მკვლევართა აზრით, 1905 წლის რევოლუციის წინა წლებში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი იყო შემოვლითი გზით შეუდრეკელი ბრძოლის სურვილისა და დაუშრეტელი ენერგიის გამომჟღვნება. სწორედ ამ ხანებში დაიწერა მისი ეს ლექსი, რომელიც დასაწყისშივე შეიცავს სიმტკიცისკენ მოწოდებას:
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იქეც სალადა!
რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,
მეცა გყევივარ ავადა.
ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,
ნუ დავბერდებით შავადა.
ხოლო, ბოლოს, ეს იმედით ავსებული ლექსი შემდეგი სტრიქონებით მთავრდება:
გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა:
თუ აქამომდე გავძელით,
დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გრიგოლ კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 9.