გულნაზ ისმაილოვა
გულნაზ ისმაილოვა — აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018).
გულნაზ ისმაილოვა | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 1960 (64 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგულნაზ ისმაილოვა დაიბადა ბაქოში 1960 წელს. დაამთავრა ბაქოს მუსიკალური აკადემიის საშემსრულებლო (ფორტეპიანო) და ვოკალური ფაკულტეტები.[1] იყო მუსიკის შემსრულებელთა ამიერკავკასიის კონკურსის ლაურეატი (1985) და ბულბულის სახელობის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის დიპლომატი (1997).
1994 წლიდან ასწავლის ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში. არის სოლო სიმღერისა და საოპერო მომზადებისა და ფორტეპიანოს განყოფილების მასწავლებელი. 2001 წლიდან არის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. თეატრში მუშაობის დროს ნიჭიერმა ვოკალისტმა ბრწყინვალე როლები შეასრულა მთელ რიგ ეროვნულ და კლასიკურ საოპერო სპექტაკლებში. 2006 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ხოლო 2018 წლის 27 მაისს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ İsmayılova Gülnaz Əmir qızı Əməkdar Artist. ციტირების თარიღი: 2013-12-14
- ↑ President.Az. (27.05.2018) Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. ციტირების თარიღი: 2018-05-27.