გულივერის თავგადასავალი (ფილმი)
გულივერის თავგადასავალი — რეჟისორ დეივ ფლეიშერის 1939 წელს გამოსული ფილმი, რომელიც ეფუძნება ჯონათან სვიფტის ამავე სახელწოდების რომანს. სიუჟეტის მიხედვით, მეზღვაური გულივერი აღმოჩნდება ლილიპუტების ქვეყანაში, რომელიც ორ ნაწილად არის დაყოფილი. ორივე ნაწილი ემტერება ერთმანეთს, მაგრამ, გულივერის ძალისხმევით და ამ ნაწილებში მცხოვრები პრინცისა და პრინცესას სიყვარულის გამო მშვიდობა დაისადგურებს.
„გულივერის თავგადასავალი“ | |
---|---|
რეჟისორი | დეივ ფლეიშერი |
პროდიუსერი | მაქს ფლეიშერი |
როლებში | პინტო კოლვიგი, ჯეკ მერსერი, სემ პარკერი, ჯესიკა დრეგონეტი, ლენი როსი |
კომპოზიტორი | ვიქტორ იანგი, რალფ რეინჯერი, ელ ნეიბურგი, უინსტონ შერპლსი, სემი ტიმბერგი |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
ხანგრძლივობა | 75 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ეს იყო კინოს ისტორიაში რიგით მეათე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, მაგრამ ამერიკაში იგი წარმოადგენდა პირველ სრულმეტრაჟიან სურათს, რომელიც გამოუშვა რომელიმე სხვა კომპანიამ, გარდა უოლტ დისნეის სტუდიისა.