გულადი ჯემალის ძე გოგმაჩაძე (დ. 17 თებერვალი, 1962, სოფ. გვარა, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი აგროინჟინერი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2005).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1987 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1987-1992 წლებში მუშაობდა ქობულეთის აგროსამრეწველო გაერთიანებაში, ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1999 წლებში მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში. 2000 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ექსპერტი სურსათის უსაფრთხოების საკითხებში. 2002 წლიდან სახელმწიფო ფედერალურ უნიტარული საწარმოს – „სრულიად რუსეთის ინფორმატიზაციის, აგრონომიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორია. 2004 წლიდან მოღვაწეობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე. გოგმაჩაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: სიმინდის მოყვანის ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს ტყის მურა და მდელო-ჭაობის ნიადაგებზე, გამოკვლევები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეკოლოგიურ მდგომარეობის აგრომონიტორინგის პრობლემებზე, ადაპტურლანდშაფტური მიწათმოქმედების ბიოლოგიზაციის მოქმედების შეფასება ნიადაგის ნაყოფიერებასა და სხვადასხვა აგროფიტოცენოზებზე, მიწის ნაყოფიერების შეფასების ახალი მეთოდების დანერგვა. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მ.შ. 5 მონოგრაფია). გოგმაჩაძე შეყანილია ენციკლოპედიაში „რუსეთის თვალსაჩინო მოღვაწეები“ (2007).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Возделывание кукурузы в Аджарии, Батуми, 1997;
  • Агроэкологический мониторинг почв и земельных ресурсов Российской Федерации, М., 2010.

ლიტერატურა

რედაქტირება