გუკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

გუკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოსულინის რაიონის სოფელ გუკოვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 1887 წელს.

გუკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
გუკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
გუკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა გუკოვო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1887

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კრასნოსულინის რაიონი, სოფელი გუკოვო.

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია ხუტორ გუკოვოში ააშენეს 1887 წელს, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოს მიტროფანეს. აქამდე გუკოვოში არ იყო არანაირი ეკლესია, ამის გამო კაზაკები სალოცავად დადიოდნენ ნაწილი ხუტორ სოკოლოვო-კუნდრიუჩენსკში, ხოლო ნაწილი ხუტორ სულინსკში. ეს მათთვის საკმაოდ მოუხერხებელი იყო, განსაკუთრებით მდინარეების ადიდების პერიოდში[1].

გუკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიაში მხოლოდ გუკოვოს მოსახლეობა არ დადიოდა მოსალოცად. მრევლი ასევე დადიოდა ზამჩალოვოდან, დოლოტინადან, ბოლშე-ზვერევსკიდან და ხუტორ პავლოვსკიდან. ყველა ეს ეკლესია მდებარეობდა გუკოვს გარშემო და არცერთს არ ჰქონდა საკუთარი ეკლესია[1].

ეკლესია სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით, რომლებიც დაანგრიეს საბჭოთა ხელისუფლების ბრძანების შესაბამისად ან დაინგრა საომარი მოქმედებების დროს, გადაურჩა როგორც ოქტომბრის რევოლუციას, ასევე რუსეთის სამოქალაქო ომსა და მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს[1].

1978-1986 წლებში ეკლესიაში მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია, იგი მნიშვნელოვნად გააფართოეს, გათხარეს ახალი ფუნდამენტი, კედლები მოაპირკეთეს აგურით. 1992 წელს მხატვარმა ლ. შარხუნმა დაასრულა ეკლესიის შიდა კედლების მოხატვა[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Гуково|Церковь Николая Чудотворца. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-03.