გუელის პარკი (ესპ. Parque Güell) — ცნობილი პარკი ესპანეთში, ბარსელონის ზემო ნაწილში, ელ-კარმელის მთაზე. წარმოადგენს ბაღებისა და ცოცხალი ზონების შეხამებას. შექმნა ანტონიო გაუდიმ 1900-1914 წლებში. პარკის ფართობია 17,18 ჰექტარი. აშენდა ეუსები გუელის დაკვეთით. პარკში მდებარეობს ანტონიო გაუდის სახლი, რომელშიც ცნობილი არქიტექტორი ცხოვრობდა 1906 წლიდან გარდაცვალებამდე (1926 წ.), სადაც ამჟამად განთავსებულია გაუდის მუზეუმი.

გუელის პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

გუელის პარკი
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები (i) (ii) (iv)
სია [ოფიციალური გვერდი ]
რეგიონი**
კოორდინატები 41°24′49″ ჩ. გ. 2°09′10″ ა. გ. / 41.41361° ჩ. გ. 2.15278° ა. გ. / 41.41361; 2.15278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება