გუდისის კოშკი
გუდისის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდისის მიდამოებში. აგებულია შუა საუკუნეებში.
სოფლის მიდამოებში შემორჩენილია კოშკის ნანგრევები. ძეგლი ნაგებია ყორე ქვით დუღაბზე. წყობა ქაოსურია; გეგმით კვადრატს უახლოვდება. კედლები შემო-რჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. კოშკი ამოვსებულია მიწითა და ქვით, რაც არ-თულებს ძეგლის აზომვას.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 47