Google Earth
Google Earth (ინგლ. Earth — დედამიწა) — კომპანია გუგლის პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა.
Google დედამიწა | |
---|---|
საქართველო Google Earth-ში | |
მწარმოებელი | |
გამოვიდა | 11 ივნისი, 2001 |
პროგრამირების ენა | Qt /C++ |
ოს | Unix, Mac OS X, Microsoft Windows, Linux |
ენა | მრავალენოვანი |
ჟანრი | გეოინფორმაციული სისტემა |
საიტი | Google–დედამიწა |
სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Google Maps ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია.
ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული.