გუაიაბო (ესპ. Guayabo) — არქეოლოგიური ძეგლი ტურიალბას კანტონში, კოსტა-რიკაში. თუმცა, ჯერჯერობით ძეგლის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი, მაგრამ უკვე ახლა ცნობილია, რომ ეს თავისი ეპოქის მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური ცენტრი იყო. ძეგლის ფართობია 218 ჰექტარი, ის მდებარეობს ვულკან ტურიალბას ტყეებით დაფარულ სამხრეთ ფერდობზე. უცნობია, იცოდნენ თუ არა ამ ნანგრევების შესახებ ესპანელმა კონკისტადორებმა და უფრო გვიანდელმა მოსახლეებმა.

გუაიაბო

როგორც ჩანს, ქალაქი დასახლდა ძვ. წ. 1000 წელს (ამ რეგიონის წინარეისტორიული პერიოდი ჯერ შესწავლილი არ არის). ქალაქის განვითარებამ პიკს მიაღწია ძვ. წ. 800 წელს, როდესაც მასში 10 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დაახლოებით 1400 წელს ქალაქი მცხოვრებლებმა მიატოვეს.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვებით მოკირწყლული მრავალი ქუჩა, მრგვალი ბაქნები, რომელიც ფუძის როლს ასრულებდა ხის ნაგებობებისთვის, აკვედუკი, ტბორი, სხვადასხვა გამოსახულებებით მოპირკეთებული ქვები და ცხოველების ნახატები.

2009 წლის 10 ივლისს ძეგლი შეუერთდა საერთაშორისო ინჟინერულ მემკვიდრეობას ინჟინრების ამერიკული საზოგადოების მიერ (en:American Society of Civil Engineers)[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-12. ციტირების თარიღი: 2013-03-11.