გრძნეულის შეგირდი

გრძნეულის შეგირდი (ჩეხ. Čarodějův učeň) — 1978 წლის ჩეხოსლოვაკური ანიმაციური ფილმი. გადაღებულია ოტფრიდ პროისლერის მოთხრობა „კრაბატის“ მიხედვით.[1]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბიჭუნა კრაბატს სიზმარში ესმის უცნობი ხმა, რომელიც უხმობს ძველ წისქვილში. იქ მისული კრაბატი ხედავს მეწისქვილეს, რომელიც შესთავაზებს შეგირდად დარჩენას. მაგრამ ამის გარდა, წისქვილში სწავლობენ შავ მაგიას. კრაბატი აღმოაჩენს, რომ, ყველაფერთან ერთად, ყოველ წელს მეწისქვილე/ოსტატი კლავს ერთ შეგირდს და შეგირდთა გუნდს ემატება ერთი ახალი ბიჭი. აქ ცხოვრების მესამე წელს წისქვილში მოვა გოგონა-მომღერალი (რომელიც წელიწადში ერთხელ სხვა გოგონებთან ერთად ღამის რიტუალში იღებს მონაწილეობას). იგი ამოიცნობს კრაბატს ყვავად გადაქცეულ ბიჭუნებში და ყველა ტოვებს წისქვილს. წისქვილი ინგრევა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება