ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრძელფრთიანა (Miniopterus), ძუძუმწოვართა გვარი ჩვეულებრივი ღამურისებრთა ოჯახისა. აქვს 40-63 მმ სხეული, 40-67 მმ კუდი, 8-20 გ წონა; ვიწრო და გრძელი ფრთები. ცნობილია 10 სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. გრძელფრთიანები ცხოვრობენ გამოქვაბულებში, ხის ფუღუროებსა და შენობებში კოლონიებად, რომლებიც 20-იდან ათეულ ათასამდე ეგზემპლარისაგან შედგება. იკვებებიან ღამის მწერებით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ, შობენ ერთ ნაშიერს. საქართველოში გვხვდება ერთადერთი სახეობა ჩვეულებრივი გრძელფრთიანა (Miniopterus schreibersi).

გრძელფრთიანა

Miniopterus schreibersi
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Miniopterus

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 3, გვ. 284, თბ., 1978
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრძელფრთიანა“-დან