გრუშევსკაიის წმინდა ბარბარეს ეკლესია
გრუშევსკაიის წმინდა ბარბარეს ეკლესია (რუს. Церковь Святой Варвары) — მართლმადიდებლური ეკლესია აქსაის რაიონის სტანიცა გრუშევსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1884 წელს.
გრუშევსკაიის წმინდა ბარბარეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | გრუშევსკაია |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
საიტი | hram-varvari.cerkov.ru |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1877-1884 |
ისტორია
რედაქტირებაწმინდა ბარბარეს სახელზე სტანიცა გრუშევსკაიაში პირველად ეკლესია ააშენეს ჯერ კიდევ 1781 წელს. აღნიშნული ეკლესია იყო ხის. მის მიმდებარედ ააგეს სამრეკლო. 1830 წელს იგი განაახლეს და გადაიტანეს ქვის საფუძველზე. მეორე სერიოზული რემონტი ეკლესიას ჩაუტარდა თითქმის 30 წლის შემდეგ 1859 წელს. 1876 წლის 1 აგვისტოს განახლებული ეკლესია დაიწვა გაურკვეველი მიზეზის გამო[1][2].
მომდევნო 1877 წელს დამწვარი ეკლესიის ადგილზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ააგო სამლოცველო სახლი, ამასთანავე თხოვნით მიმართეს დონის მიტროპოლიტს ქვის ეკლესიის აშენების თაობაზე[1][2].
ზუსტად როდის დაიწყო ქვის ეკლესის მშენებლობა, უცნობია. სავარაუდოდ ეკლესიის მშენებლობა უნდა გაგრძელებულიყო 5-6 წელი და დასრულდა 1884 წელს. 21 ოქტომბერს ეკლესია აკურთხა ანტონი მანოხინმა[1][2].
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ეკლესიის დაცვას და მასში მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. მიუხედავად ამისა 1930-იან წლებში ეკლესია მაინც დახურეს, მაგრამ მცირე ხნით. 1943 წელს, გერმანული ოკუპაციის პერიოდში ეკლესია კვლავ გახსნეს. ამ პერიოდში ეკლესიის საკურთხევლის ნაწილი დაზიანდა დაბომბვებისაგან. 1975 წელს სოფლის მაცხოვრებლებმა ეკლესიას დაუბრუნეს ძველი სახე[1][2]. ეკლესიას აქვს ორი ეკვდერი წმინდა ბარბარესა და წმინდა გიორგის სახელზე ნაკურთხი.
1980 წელს ეკლესია გაარემონტეს[1][2]. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა, მუშაობს საეკლესიო ბიბლიოთეკა[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 О храме | Варваринский храм ст. Грушевской Аксайского района. hram-varvari.cerkov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-24. ციტირების თარიღი: 2017-02-16.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Храм Святой Великомученицы Варвары. Ст.Грушевская. - По краю Донскому - Наши путешествия - Статьи, очерки, зарисовки - Ростовберег.ру. www.rostovbereg.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-16.