გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი
გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი (რუს. Памятник Мирошниченко) — მწერალ გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი ქალაქ აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი რუს. Памятник Мирошниченко | |
---|---|
კოორდინატები | 47°07′03″N 39°25′16″E / 47.11743° ჩ. გ. 39.42102° ა. გ. |
მდებარეობა | აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
მიძღვნილია | გრიგორ მიროშნიჩენკო |
გარე სურათები | |
---|---|
გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი აზოვში |
ისტორია
რედაქტირებაქალაქ აზოვის საპატიო მოქალაქე, მწერალი გრიგორ მიროშნიჩენკო დაიბადა 1904 წლის 9 იანვარს როსტოვის ოლქის, მილეროვის რაიონის სტანიცა სტეფანო-ეფრემოვსკაიაში, რკინიგზის მუშის ოჯახში. 10 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო პიატიგორსკის რკინიგზის სადგურში დამლაგებლად. რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში, 16 წლის ასაკში იყო კავალერიის პოლკის მეთაური, მონაწილეობდა თეთრების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში.
წითელ არმიასთან ერთად მონაწილეობდა ბრძოლებში ყუბანიდან ირანის საზღვრამდე. თავისი ცხოვრება მან აღწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში „იუნარმია“.
სამოქალაქო ომის შემდეგ გრიგორ მიროშნიჩენკო მუშაობდა სადგურ ნევინომინსკაიის სადგურში ზეინკლად. 1922 წელს გაწევრიანდა კომკავშირში, შემდეგ კი კომუნისტურ პარტიაში. დეპოში მან შექმნა კომკავშიული განყოფილება. მწერალი პირადად იცნობდა მაქსიმ გორკის. სწორედ ამან გადაწყვიტა მისი ბედი.
1930-იან წლებში იგი გადავიდა ლენინგრადში და სწავლა დაიწყო უმაღლეს პარტიულ სასწავლებელში. 1935 წელს დაასრულა სწავლა და დაკავდა ლიტერატურული შემოქმედებით. ამ დროს შეიქმნა მისი მოთხრობები: „შაშხანები“, „ციცაბო ნაპირი“ და „იუნარმია“. დაიწერა მოთხრობები „მატროსი ნაზუკინი“, „რევოლლუციის სახელით“ და „ტანკისტი დუდკო“.
მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ფრონტზე. 1949 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი ტრილოგია „აზოვი“. 1960 წელს კი მეორე წიგნი „აზოვის ალყა“. 1985 წელს მისი გარდაცვალების გამო ტრილოგია დარჩა დაუმთავრებელი.
გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი დადგეს მის საფლავზე. მწერალმა დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მან დაკრძალვა ისურვა აზოვში. მისი სურვილი აღასრულა ქალაქის ადმინისტრაციამ. მის საფლავზე დადგეს ძეგლი, რომელიც წარმოადგენს თაღიან აგურის კედელს, რომლის ორივე მხარეს დგას XVIII საუკუნის ტყვიამფრქვევის მულაჟები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Григорий Ильич Мирошниченко
- Памятник Г. И. Мирошниченко в Азове დაარქივებული 2018-03-27 საიტზე Wayback Machine.
- Памятник Г. И. Мирошниченко в Азове დაარქივებული 2017-09-08 საიტზე Wayback Machine.