გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული (A-1)

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული (A-1)XI საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, გადაწერილია ბანაელი სვინგელოზი ზაქარიას დაკვეთით. გადამწერი — ბასილი, მომგებელი ბანაელი სვინგელოზი.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, შეიცავს 454 ფურცელს; ფურცლის ზომებია 285X21 სანტიმეტრი. ყდა არ აქვს. ტექსტი შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი მელნით.

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული (A-1) ინახებოდა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში, დღეს კი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I1, თბილისი, 1974, გვ. 7