გრეხი
გრეხი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ზომიერად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეუფერავი.
გრეხი საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სიმწიფემდე 165 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა საშუალოდ 170 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5გ/ლ-ს.
მიიღება ჰარმონიული და საკმაოდ ალკოპოლიანი სუფრის წითელი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 97-98