გრენდაიზერი
გრენდაიზერი (იაპონ. UFOロボ グレンダイザー იუფო რობო გურენდაიზა?) — სათავგადასავლო ანიმაციური სერიალი და მანგა, რომლის რეჟისორია ტომოჰარუ კაცუმატა. სცენარის ავტორი გო ნაგაი. Mazinger-ის ტრილოგიის მესამე ნაწილი. 1975 წლის 5 ოქტომბრიდან 1977 წლის 27 თებერვლამდე გადიოდა იაპონიის ტელევიზიაზე. სულ გამოვიდა 74 ეპიზოდი, რომელთაგან თითოეული 26 წუთს გრძელდება. გრენდაიზერი დღესაც არის პოპულარული შუა აღმოსავლეთში; აგრეთვე პოპულარულია საფრანგეთში, კანადასა და იტალიაში. ძირითადი თემაა რობოტები. 1975 წლის შემდეგ გამოვიდა სრულყოფილი ფილმები გრენდაიზერის შესახებ: „გრენდაიზერი მაზინგერის წინააღმდეგ“, „გრენდაიზერი. ბრძოლა დაისზე“, „მაზინგერი, გრენდაიზერი, რობოტი გეტა დიადი ზღვის მონსტრის წინააღმდეგ“.
გრენდაიზერი | |
UFOロボ グレンダイザー (UFO Robo Grendizer!!) | |
---|---|
ჟანრი | მექა |
მანგა | |
ავტორი | გო ნაგაი |
გამომცემელი | Kodansha |
ორიგინალური გამოცემა | 1.10.1975 – 1.5.1976 |
ტომები | 2 |
ანიმე ტელესერიალი | |
რეჟისორი | ტოჰომარუ კაცუმატა |
სტუდია | Toei Doga, Dynamic Planning |
ორიგინალური არხი | Fuji TV |
ორიგინალური ეთერი | 5 ოქტომბერი 1975 – 27 თებერვალი 1977 |
ეპიზოდები | 74 |
პლანეტა ვეგა მძლავრი რადიოაქტიური ნივთიერების — ვეგატრონის გამოყენების გამო გამოფიტული ხდება. ვეგას დაუნდობელი მეფე, საზღვრების გასაფართოვებლად ახლო მეზობელ, მშვიდობიან პლანეტა ფლიდთან აჩაღებს ომს. მაგრამ თავდასხმას უარყოფითი შედეგი მოაქვს: პლანეტა რადიოაქტიურ უდაბნოდ გადაიქცევა. სამეფო დინასტიის გადარჩენილი წევრი პრინცი დიუკ ფლიდი, ხელში იგდებს პლანეტა ვეგას ყველაზე სასტიკ იარაღს — გრენდაიზერს (ადამიანისმაგვარი საბრძოლო რობოტი), რომელსაც სპეისერთან შეერთება შეუძლია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გრენდაიზერი დაარქივებული 2019-05-15 საიტზე Wayback Machine. (იაპონური)
- გრენდაიზერი (იაპონური)
- გრენდაიზერი (იაპონური)
- გრენდაიზერი დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)