გრევენის მუზეუმი
გრევენის მუზეუმი (ფრანგ. Musée Grévin) — ცვილის ფიგურების მუზეუმი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. მდებარეობს მონმარტრის ბულვარზე. მუზეუმი დაარსდა 1882 წელს ართურ მეიერის მიერ. მუზეუმის კოლექციაშია ცნობილი ადამიანებისა და გამოგონილი პერსონაჟების დაახლოებით 450 ცვილის ფიგურა. ღიაა ყოველდღიურად.
გრევენის მუზეუმი | |
---|---|
ფრანგ. Musée Grévin | |
მუზეუმში შესასვლელი | |
48°52′18″ ჩ. გ. 2°20′31″ ა. გ. / 48.8718306° ჩ. გ. 2.3421000° ა. გ. | |
დაარსდა | 1882 წელს |
ქვეყანა | საფრანგეთი |
დამაარსებლები | ართურ მეიერი |
მდებარეობა | პარიზის IX რაიონი |
ოფიციალური საიტი | grevin.com |